Accentnews.ge
მოწერელიამ გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

მოწერელიამ გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

28/07/2020 07:13:43 პოლიტიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა დატოვა. პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოწერელიამ თავად აცნობა.

ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S