Accentnews.ge
„კონსერვატორები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„კონსერვატორები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

28/07/2020 08:11:49 პოლიტიკა

„კონსერვატიულ პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბლოკისა და ალიანსის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.

„აუცილებლად გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები, ფინანსები რამდენზეც გაგვწვდება, იმდენ ოლქში დავასახელებთ.

მე ვარ კონსერვატორების შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი საქმიანობა თუ მომცემს შესაძლებლობას, რომ თან მაჟორიტარი ვიყო, ალბათ ვიქნები“,– განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ „კონსერვატორები“ არსებულ ოპოზიციასთან კოალიციას არ შექმნიან:

„ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომლებმაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კოალიცია ჩამოვაყალიბოთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. დღეს მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებაზე ილაპარაკოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები. კატეგორიულად გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან, მასთან ადაპტირებულ და ორბიტაზე მყოფ პარტიებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას“.

შეგახსენებთ, რომ „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული არჩევნების თაობაზე გაცემული დანაპირების ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S