Accentnews.ge
ბოკერიამ ენმ–სთან მოლაპარაკებების დეტლებზე ისაუბრა

ბოკერიამ ენმ–სთან მოლაპარაკებების დეტლებზე ისაუბრა

28/07/2020 13:23:35 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა.

კერძოდ, ბოკერიას თანახმად, „ევროპული საქართველო“ სხვა პარტიებთან ერთად ენმ-ს შეთანხმების ორ ვარიანტს სთავაზობდა:

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში (თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი ქობულეთი, ჭიათურა), დანარჩენ ოლქებში (თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ზემო აჭარა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა) კი მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის დაეჭირა;
  • ენმ–ს კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში (ქუთაისი, თელავი რუსთავი, გორი, ახალციხე და ა.შ. 8 ოლქში), ხოლო 4 ოლქში, სადაც ბოკერიას შეფასებით, ძლიერი კანდიდატები არიან: ტარიელ ნაკაიძე - ზემო აჭარაში, გიგი უგულავა - მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი - თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე - ხონში, ენმ–ს მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

„ორივე ვარიანტს ვთავაზობთ", - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ შეთავაზება რამდენიმე დღის განმავლობაში ძალაში რჩება, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში შესვლის შემდეგ კი შეთანხმება ვეღარ მოხერხდება.

ბოკერია აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველი ტურების შემდგომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოიკვეთოს, რათა „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურებამდე შიშის დათესვის შესაძლებლობა აღარ მიეცეს:

„გვესმის, რომ ივანიშვილისნაირი უპასუხისმგებლო, ნევროზული რეჟიმის პირობებში ძალიან მაღალია რისკები, თუ მეორე ტურამდე არჩევნების ბედი არ არის გარკვეული: გვახსოვს, როგორი რეაგირება ჰქონდათ მათ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე".

ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში მოხერხდა. დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. რაც შეეხება რეგიონებს, როგორც ცნობილი გახდა, 22 ოლქში ენმ საკუთარი კანდიდატების დაყენებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S