Accentnews.ge
სააკაშვილი – დასავლეთს: „ივანიშვილს და მის დამქაშებს ენის მოჩლექა არ ესმით“

სააკაშვილი – დასავლეთს: „ივანიშვილს და მის დამქაშებს ენის მოჩლექა არ ესმით“

28/07/2020 14:28:16 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს უფრო მკაფიო კრიტიკისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დიპლომატიური ენა „ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას არ ესმის“.

"ამერიკელები და მთლიანად დასავლეთიც სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა, ივანიშვილს და მის დამქაშებს კი არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მე, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, მოველი პოზიციის კიდევ უფრო მკაცრ ჩამოყალიბებას და იმის ნათლად განმარტებას, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ პრორუსულ რეჟიმთან", - განაცხადა სააკაშვილმა Facebook–ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილი ამბობს, რომ იგი ივანიშვილის ხელისუფლების შეფასების დროს დასავლეთისგან „კიდევ უფრო ზუსტ ფორმულირებებს" მოელის „ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე“:

"დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი აქეთკენ მიდის. ტენდენცია ძალიან სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ, ძალიან მკვეთრ პოზიციებს".

27 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბარი მათ შორის შეეხო მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S