ვაშაძე: „მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“
30/07/2020 08:34:41 პოლიტიკა
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზადაა, პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდეს როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი.
როგორც ვაშაძემ სტრატეგია „აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს.
„მე მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია: ჩვენ ქვეყანაში არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი და არავის უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი არასდროს იღლება, აქვს ენერგიამ უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში“, – განაცხადა ვაშაძემ.


