Accentnews.ge
დოლიძე: „თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი“

დოლიძე: „თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი“

30/07/2020 09:37:51 პოლიტიკა

სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კონკურენტი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რაიონში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.

ინფორმაციისთვის: დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ამ დროისთვის მხოლოდ აღნიშნული ორი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი.

"დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ?! იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი“,– განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ 21-ე საუკუნეში დიდუბე-ჩუღურეთს, ზოგადად საქართველოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკოსი ახალი ხედვებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S