Accentnews.ge
„ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ენმ–ის წევრს უფლებამოსილების შენარჩუნების პირობად პარტიის დატოვება დაუსახელა“

„ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ენმ–ის წევრს უფლებამოსილების შენარჩუნების პირობად პარტიის დატოვება დაუსახელა“

30/07/2020 10:33:58 პოლიტიკა

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს, – ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მან მმართველ პარტიას მოუწოდა, შეეშვან მუქარას, ვინაიდან მსგავსი აქტი არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოდ აღიქმება.

„ვაჟა თავდგირიძე უკვე თვეებია, მკურნალობს მძიმე დაავადებას – სიმსივნეს. შესაბამისად, ამის ფონზე მოუწია რამდენიმე სხდომის გაცდენა. მან წარმოადგინა ყველა სამედიცინო ცნობა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშამიძე, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მასზე ზეწოლას ახორციელებს. მან დაიბარა თავდგირიძე და უთხრა, რომ თუ ენმ-ს დატოვებდა მას არ შეუწყდებოდა უფლებამოსილება, როგორც საკრებულოს წევრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოიყენებდა ყველა ბერკეტს და უფლებამოსილებას შეუწყვეტდა.

მინდა, გავაფრთხილო „ოცნების“ წარმომადგენლობა ხელვაჩაურში – არ გაბედოთ ზეწოლა, ადამიანების დაშინება. შეეშვით სუს-ის დაკვეთების შესრულებას!

იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენ მივმართავთ სხვა ხერხებს. მივმართავთ საერთაშორისო მისიებს და დამკვირვებლებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხელვაჩაურის საკრებულო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დღეს, 30 ივლისს იმსჯელებს.

როგორც ამავე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვაჟა თავდგირიძე სამი წლის განმავლობაში სხდომაზე 5 ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი დოკუმენტიც არ წარუდგენია.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ კი განაცხადა, რომ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით უჩერებენ.

განახლება

ხელვაჩაურის საკრებულომ დეპუტატ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S