"გირჩმა" პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
30/07/2020 13:34:12 პოლიტიკა
"გირჩმა" პარტიული სიის პირველი ათეული დაასახელა. ათეული ასე გამოიყურება:
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
- ჰერმან საბო;
- იაგო ხვიჩია;
- ვახტანგ მეგრელიშვილი;
- გია ჯაფარიძე;
- ალექსანდრე რაქვიაშვილი;
- ლევან ჯგერენაია;
- ალექსანდრე (სანდრო) თარხან მოურავი;
- ამირან ტორონჯაძე;
- გიორგი ლომინაძე.
როგორც განიმარტა, "გირჩის" პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, ვინაიდან ის მხარდამჭერებმა, აქციონერებმა პარტიის ციფრული ფულის – GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით დააკომპლექტეს.
"ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5 000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი "წონა" აქვს მის ხმას", - აცხადებენ პარტიაში.


