Accentnews.ge
"გირჩში" აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის წარდგენისას შეცდომა იქნა დაშვებული

"გირჩში" აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის წარდგენისას შეცდომა იქნა დაშვებული

30/07/2020 17:08:41 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მედიისთვის წარდგენის შემდეგ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვეს. კერძოდ, პარტიის განმარტებით, მოქალაქეთა მხარდაჭერა ვებ–გვერდზე არსებულმა სისტემამ არ ასახა.

"ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით, 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ განახლებულ სიას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მედიისთვის დღეს წარდგენილი პარტიის ათეული ასეთი იყო: ზურა ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, სანდრო თარხან-მოურავი, ამირან ტორონჯაძე და გიორგი ლომინაძე.

როგორც განიმარტა, "გირჩის" პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, ვინაიდან ის მხარდამჭერებმა, აქციონერებმა პარტიის ციფრული ფულის – GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით დააკომპლექტეს.

"ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5 000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი "წონა" აქვს მის ხმას", - განაცხადეს პარტიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S