ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პოლიტიკაში გადაინაცვლა
30/07/2020 17:28:54 პოლიტიკა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავრი ექიმი თემურ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა: მან ქალაქის საკრებულოში ნიკა ლატარია ჩაანაცვლა, რომელმაც ჯერ საკრებულოს თვმჯდომარის თანამდებობა, შემდეგ კი საკრებულოს შემადგენლობა დატოვა.
თემურ ნადირაძე უკვე იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი: ის წინა მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.
ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ ამავე საკრებულოს წევრი გახდეს და დეპუტატებს "მიღებული გამოცდილება გაუზიაროს".


