Accentnews.ge
"ქართული ოცნების" შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს

"ქართული ოცნების" შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს

30/07/2020 17:46:01 პოლიტიკა

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა მმართველი გუნდის ოფისთან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააპროტესტეს და შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

როგორც განიმარტა, სწორედ ამ შენობიდან იმართება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

"ქართული ოცნება" არის დამნაშავე რეჟიმი, ვინაიდან მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს და უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე დაშინების, ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩაივლის, 8 მარტის შეთანხმება კი ამის წინააღმდეგ იყო", - განაცხადა "შეცვალეს" წევრმა ნიკა ფარულავამ.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაიმართება. აქციაზე იმყოფებოდნენ „მთავარი არხის“ მეწეილის გიორგი რურუას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრებიც.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუას ოთხწლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S