
აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
30/07/2020 18:04:27 კონფლიქტები
აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 93 ტესტი ჩატარდა და 10-მა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სულ შემთხვევების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. მათგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 2 - გარდაცვლილი.
დღესვე კორონავირუსულ ინფექციაზე ტსეტირება ჩაიტარეს დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერმა და მთავრობის აპარატის თანამშრომლებმა.
იხილეთ ასევე: აფხაზეთი — ეპიდკატასტროფის ზღვარზე