
მედია: „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
31/07/2020 07:05:49 პოლიტიკა
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ,– იუწყება „ტვ პირველი“.
არხის თანახმად, ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა, ხოლო ჩხუბში ხულოს, ქედის და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე იყო ჩართული.
რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, „ტვ პირველმა“ გაარკვია, რომ ეს საპარლამენტო არჩევნებში ბოლქვაძის კანდიდატად დასახელებაა. კერძოდ, აბაშიძე მიიჩნევს, რომ პარტიის გადაწყვეტილება არასწორია, რადგან ბოლქვაძე სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერი იყო, ამასთან, მის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით დაგროვილია კითხვები.
სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ, რომ აბაშიძე კლინიკაში 23:40 საათზე შეიყვანეს. მას სახის არეში ნაფლოთოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა განაცხადა, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.
თავად ბოლქვაძე ინციდენტთან კავშირს უარყოფს.
„გუშინ კახეთში ვიყავი და ხულოში კაცი როგორ ვცემე?“,– იკითხა მან „ტვ პირველთან“.