გახარია ზურაბიშვილს შეხვდა

31-07-2020 15:30:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი და პრემიერი პერიოდულად მართავენ სამუშაო შეხვედრებს და ესეც ერთ-ერთი რიგი სამუშაო შეხვედრა იყო.

პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრამ დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით მიიპყრო ყურადღება: კერძოდ, საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუას 4–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშისა და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გაისმა სალომე ზურაბიშვილისადმი მოწოდება, შეიწყალოდ რურუა, როგორც ეს მან ორ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გააკეთა. პრემიერ–მინისტრმა გახარიამ (მასთან რამდენიმე დღის წინ შემდგარი საუბრისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იქნეს გამოყენებული), აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას გააკეთებს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები