რატომ დატოვა ჯაფარიძემ გუბერნატორის თანამდებობა

31-07-2020 17:05:50 პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადებით მთავრობის ადმინისტრაციას დღეს მიმართა.

გადაწყვეტილების მიზეზი არ კონკრეტდება. თავად ჯაფარიძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: რაჭაში სტიქიის მძიმე შედეგებს ჯერ კიდევ ებრძვიან. როგორც პრემიერ–მინისტრმა 30 ივლისს რაჭაში ვიზიტისას განაცხადა, აღდგენით სამუშაოებს შესაძლოა, 50 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-​ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე იყო ​ამბროლაურის საკრებულოს წევრი.

განახლება

ჯაფარიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ პირადად მიიღო და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მართვის პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდა, გადაწყვეტილებაც მიიღო, მიემართა პრემიერისთვის განცხადებით:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოხდებოდა პრევენციული ღონისძიებების მართვა. სახელმწიფომ ძალიან დროული და პრევნციული ღონისძიებები გააყარა. პირველ ორ დღეში მოხდა სწორად მართვა. დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და მივიღე გადაწყვეტილება“.

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატთან მისი დაპირისპირების სესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ჯაფარიძე არასერიოზულს უწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები