Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – რურუაზე: "შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა"

აშშ–ის ელჩი – რურუაზე: "შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა"

31/07/2020 15:11:43 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის"ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას. მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, შეიწყალებს თუ არა. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზებისკენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს", – განაცხადა ელჩმა.

გუშინ სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარის" თანამეწილე გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S