Accentnews.ge
ელისაშვილი: "რომ არა სერგეენკო, მდინარაძესა და ვიღაცეებზე ხელს არ გავისვრიდი"

ელისაშვილი: "რომ არა სერგეენკო, მდინარაძესა და ვიღაცეებზე ხელს არ გავისვრიდი"

31/07/2020 21:03:00 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სერგეენკო რომ არ დაესახელებინა, ის ამ რაიონში კენჭს არ იყრიდა.

„სერგეენკო რომ არ დამდგარიყო, მე საბურთალოზე არ დავდგებოდი: მამუკა მდინარაძესა და ვიღაცეებზე ხელის გასვრა არ მომინდებოდა, მაგრამ სერგეენკო რომ დადგა, მესიამოვნა - ყველაზე ძლიერი ფიგურა გამოიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ შეიძლება, მე დავმდგარიყავი, თან "ქართულ ოცნებაში" ერთად აღებულს ყველას სჯობს, თორემ ვიღაც გია ვოლსკები და წარწყმედილები და ყოფილი "ნაციონალები" რომ არიან, იმათთან დადგომას არც ვიკადრებდი“, - განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში ელისაშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება:120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S