Accentnews.ge
თალაკვაძე – ბახტაძეზე: "მას კარიერა სხვანაირად წარმოუდგენია"

თალაკვაძე – ბახტაძეზე: "მას კარიერა სხვანაირად წარმოუდგენია"

02/08/2020 12:10:47 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.

„მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება, ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას უფრო სხვანაირად წარმოუდგენია სამომავლო კარიერა. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება და გუნდს ამ პოზიციებზე დაეხმარება. პოლიტიკური კონსულტაციები იყო მასთან და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის სიაში თავს არ განიხილავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება:120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S