Accentnews.ge
წულაიამ ივანიშვილს რჩევა მორიგი პერფორმანსით მისცა

წულაიამ ივანიშვილს რჩევა მორიგი პერფორმანსით მისცა

03/08/2020 07:16:15 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს და ამისთვის ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის.

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა.

„არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა და განვითარების პერსპექტივა ჩაუკეტა. ესეც არ გაკეთებულა კარგად, ჭაობი ამ დრომდე არ დაუშრიათ, ამიტომ ვუგზავნი ბოქლომს და ჯაჭვს და დააბოქლომოს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S