ჩერგოლეიშვილი ბოკერიას კამპანიაში ერთვება და "ტაბულას" დროებით ტოვებს
03/08/2020 10:05:21 პოლიტიკა
ონლაინგამოცემა "ტაბულას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი, გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი რედაქციაც დროებით ტოვებს. ის "ევროპული საქართველოს" ფოთის ახალგაზრდულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. სწორედ აქ იყრის ბოკერია კენჭს.
"მე ვდისტანცირდები [ტაბულასგან], სანამ კამპანიაა... ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ - გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში - შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ - როგორ მოვიგოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.
"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები 3 აგვისტოს დაასახელა.


