Accentnews.ge
ბურჯანაძე: „სააკაშვილი ობიექტურ რეალობას მოწყვეტილია“

ბურჯანაძე: „სააკაშვილი ობიექტურ რეალობას მოწყვეტილია“

03/08/2020 11:02:06 პოლიტიკა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, დღეს გადარჩენა არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა, არამედ მრავალპარტიული პარლამენტია, ხოლო განწყობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში ქმნის, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი ობიექტურ რეალობას მოწყვეტილია და არ ესმის, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა:

„მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს და ერთპიროვნულად მოვა თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში, ასეთი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც პოლარიზებას ახდენს და კვლავ ამომრჩეველს ახსენებს იმ რეალობას, რომ შეიძლება დადგეს არჩევანის წინაშე – ბიძინა თუ მიშა“,– განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კოალიცია არა პარტიების, პარტიულ ჯგუფებთან და პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება:120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S