გრიგოლ ვაშაძე ილია მეორეს შეხვდა
03/08/2020 11:58:21 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია.
"უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო და მე მას ილიაობა მივულოცე.
ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე", - წერს ვაშაძე და პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


