Accentnews.ge
ბითაძე – განახლებულ ჭავჭავაძეზე: „სექტემბრის არ გვეშინია“

ბითაძე – განახლებულ ჭავჭავაძეზე: „სექტემბრის არ გვეშინია“

03/08/2020 14:39:53 პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყება, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მანქანებისთვის ერთი ზოლი დარჩა, საცობები არ იქნება.

"დღეს საცობი ჭავჭავაძეზე არ ყოფილა და მოძრაობა არის თავისუფალი. ნაკადები, რომელიც დათვლილი არის და რის შედეგადაც დაპროექტდა სატრანსპორტო სქემა, დათვლილია პიკის საათში და გათვალისწინებულია სამომავლო განაშენიანება... სექტემბრის ჩვენ არ გვეშინია იმიტომ, რომ ნაკადები დათვლილია", - თქვა მაია ბითაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

უკვე მესამე დღეა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანები ახალი სქემით მოძრაობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის სავალი ნაწილის შუაში გაკეთდა ავტობუსის ზოლები და მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა მანქანების გადასაადგილებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S