Accentnews.ge
"ორი კაცია, რომლებისთვისაც შეიძლება, ზუგდიდში გავწეულიყავი“

"ორი კაცია, რომლებისთვისაც შეიძლება, ზუგდიდში გავწეულიყავი“

03/08/2020 19:25:02 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ენმ–დან მხოლოდ ორი პირის დასახელების შემთხვევაში იტოდა უარს, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე.

"ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება, ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნება, მეორე – ნიკა მელია", - განაცხადა უგულავამ „ფორმულას“ ეთერში.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ლოგიკური იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშილი და ნიკა მელია ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებულიყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხდებოდა:

''ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და ელენე ხოშტარიასთან, შალვა შავგულიძესთან, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მაგრამ ამავე დროს, ესე - რომ ჩემი წარმომადგენელია, ესე კაცის კაცი და პარტიული კლერკები ზუგდიდში, არ მიიღება. ეს უნდა ესმოდეს ყველას კარგად, როდესაც ვსაუბრობთ ზუგდიდზე",-აცხადებს უგულავა და დასძენს, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია მისი კონკურენტი არაა.

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ზუგდიდში იყრის.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება:120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S