Accentnews.ge
თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

04/08/2020 16:00:19 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. როგორც ბაჩალიაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ოჯახი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

იგი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ. აუცილებლად ვფიქრობთ ფართომასშტაბიან [აქციებს]",- აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე მეოთხე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. დღეს ოჯახმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართა. ისინი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოდნენ. დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S