Accentnews.ge
ბოკერია – სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე: "ამ ჭრელ ოპოზიციაში შანსი მიზერულია და სამართლებრივი ბარიერებიც აქვს"

ბოკერია – სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე: "ამ ჭრელ ოპოზიციაში შანსი მიზერულია და სამართლებრივი ბარიერებიც აქვს"

04/08/2020 20:23:49 საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, კიდეც რომ დაასახელოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად, ეს უკანასკნელი პრემიერი ვერანაირად ვერ გახდება.

"შანსი იმისა, რომ ამ ჭრელ ოპოზიციაში სააკაშვილმა კრიტიკული მასის მხარდაჭერა მოიპოვოს, მიზერულია და სამართლებრივი ბარიერებიც აქვს. იგი დევნილია. მას უნდა ჰქონდეს შანსი, დაბრუნდეს საქართველოში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს მყისიერად ვერ მოხდება. იმის შემდგომ არჩევნებზე უფრო მეტი შანსი ექნება, რომ იყოს მისი პარტიის ["ნაციონალური მოძრაობის"] კანდიდატი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში.

იხილეთ ასევე: ააკაშვილი საქართველოში პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე: "მოვლენებს წინ არ გავუსწრებ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S