
სარკოზი: "გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად"
05/08/2020 09:31:17 საგარეო პოლიტიკა
"მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად“ - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წერს.
მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილს უნდოდა ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა":
„უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს (იგივე ელზასი და ლოთარინგია - რედ.) ჩვენთვის. ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ. სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში - ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ"