Accentnews.ge
აუდიტის დასკვნა: 2020 წლის 6 თვეში "ოცნებამ" შემოწირულობების 67% მიიღო

აუდიტის დასკვნა: 2020 წლის 6 თვეში "ოცნებამ" შემოწირულობების 67% მიიღო

05/08/2020 10:01:23 პოლიტიკა

აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ქართულმა ოცნებამ შემოწრულობების საერთო ოდენობის 67% მიიღო. ჯამში პოლიტიკურმა პარტიებმა 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს. მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაარსებულმა პარტია "ლელომ" მიიღო. სხვა პარტიები შემდეგნაირად განაწილდნენ:

  • ქართული ოცნება - 67%;
  • ლელო - 21%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 7%;
  • ევროპული საქართველო - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • სხვა პარტიები - 0,2%.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, 2020 წლის პირველ 6 თვეში ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველ პარტიაზე, ქართულ ოცნებაზე მეტი თანხა დახარჯა რეკლამაში. რეკლამის ხარჯები შემდეგნაირად განაწილდა:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 311 925 ლარი;
  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 298 300 ლარი
  • ლელო საქართველოსთვის - 232 596 ლარი;
  • ევროპული საქართველო - 62 857 ლარი;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 30 533 ლარი;
  • სხვა პარტიები - 29 173 ლარი.

პოლტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 6 თვეში შემოსავლების სახით 12 878 002 ლარი მიიღეს. აქედან თითქმის ნახევარი, 46% (5 594 237 ლარი) ქართულმა ოცნებამ მიიღო. მეორე ადგილზეა პარტია ლელო, რომელმაც შემოწირულობების 11% (1 374 797) მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S