Accentnews.ge
ვოლსკი – ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე: „არაფერს რომ არაფერი დავუმატოთ, არაფერი გამოვა“

ვოლსკი – ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე: „არაფერს რომ არაფერი დავუმატოთ, არაფერი გამოვა“

05/08/2020 10:41:26 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ საერთო კანდიდატებს დააყენებენ, რადგან "არაფერს რომ დავუმატოთ არაფერი, ჯამში გამოვა არაფერი".

მისი თქმით, "უპერსპექტივობა განაპირობებს ამ აჭრილ სიტუაციას".

"მათ აერთიანებთ დესტრუქციის სურვილი, მაგრამ მათ ამბიციები სერიოზულად აშორებს ერთმანეთისგან და კიდევ ერთხელ აკეთებენ იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, თუ ესენი ერთობლივად რაიმე მართვის სადავეს ჩაიგდებენ ხელში", - თქვა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს მის შანსებს ოპოზიციასთან მიმართებოთ, ვოლსკი პასუხობს - "კარგად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S