Accentnews.ge
რუსი დიპლომატი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს

რუსი დიპლომატი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს

06/08/2020 06:59:25 საგარეო პოლიტიკა

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რვა მოქმედი და მომავალი წევრის მიერ გავრცელებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს.

„მშვენიერი ფანტასტიკა. მაგრამ მხოლოდ ფანტასტიკა,“- წერს პოლიანსკი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

ის გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ კონსულტაციებს არ ეთანხმება:

„ყველაზე დიდი აბსურდია ბრალდებები იმის შესახებ, რომ ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია, თუმცა ის აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის უგუნური რეჟიმის სამხედრო ავანტიურის 12 წლისთავს, რომელმაც მთელ ქართველ ერს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა,“- აღნიშნულია პოლიანსკის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2008 წელს საქართველომ დაარღვია ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები და ცხინვალის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო:

„იმის შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პირდაპირი საფრთხე დაემუქრათ, ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია, რომლის მიზანი ქართული მხარის შეჩერება იყო“.

იხილეთ ასევე: გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S