Accentnews.ge
რიგ სტატუსშეჩერებულ სტრუდენტებს სწავლის გადასახადს ნაწილობრივ დაუფარავენ

რიგ სტატუსშეჩერებულ სტრუდენტებს სწავლის გადასახადს ნაწილობრივ დაუფარავენ

06/08/2020 07:18:46 პოლიტიკა

ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვთ და ამავე დროს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ:

„ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს და ამავდროულად, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადუხდელობის გამო შეუჩერდათ, მათაც სახელმწიფო ერთი წლის, 2020-2021 წლის საფასურს დაუკომპენსირებს.

ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S