Accentnews.ge
უგულავა – მთავრობის დახმარებაზე: „შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ ქონება“

უგულავა – მთავრობის დახმარებაზე: „შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ ქონება“

06/08/2020 08:41:09 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებას შეურაცხმყოფელს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა შეთავაზებული დახმარება უნდა მიიღონ, არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ და ხმა ოპოზიციას მისცენ.

"გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე", - ამბობს უგულავა.

შენიშნვას არ იზიარებს პრემიერ–მინისტრი და აღნიშნავს, რომ სოციალური სიდუხჭირის პირობებში მთავრობა მოქალაქეებს ვერ მიატოვებს.

ცნობისთვის: გიორგი გახარიამ დღეს, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ 80 000 მოქალაქე, რომელმაც დოკუმენტების შეგროვება ვერ მოახერხა ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს; მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით; 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულაც 150-მდეა, ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S