Accentnews.ge
რა დაუჯდება ბიუჯეტს დაანონსებული სოციალური დახმარება

რა დაუჯდება ბიუჯეტს დაანონსებული სოციალური დახმარება

06/08/2020 09:05:14 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა. პროგრამის საჭიროება პრემიერმა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისით განმარტა და გამოთქმული შენიშნვების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოქალაქეებს კრიზისის პირობებში მთავრობა ვერ მიატოვებს.

„ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია, იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? – არა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:

  • თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;
  • ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;
  • 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოთვლილი სოციალური დახმარებების ბიუჯეტი 485 მილიონ ლარს შეადგენს.

18 წლამდე მოზარდების დახმარების პაკეტი stopcov ფონდიდან დაიფარება, სადაც ამ დროისთვის 130 მილიონი ლარია მობილიზებული. რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S