ხოშტარიას ინიციატივა: „გავზომოთ მანძილი ჩვენი სახლებიდან საოკუპაციო ხაზამდე“

06-08-2020 15:28:32 პოლიტიკა ,საზოგადოება

ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია მოქალაქეებს სთავაზობს, აგვისტოს ომის 12 წლისთავზე, 7 აგვისტოს საკუთარი სახლებიდან გაზომონ მანძილი საოკუპაციო ხაზამდე.

დეპუტატმა მიმართვა Facebook გვერდზე გაავრცელა და ყველას მოუწოდა, გაუზიარონ ერთმანეთს, თუ რამდენად ახლოსაა ოკუპაცია.

"ხვალ 7 აგვისტოა, მორიგი რუსული ოკუპაციის დღე. ოკუპაცია კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე გადის. მათ იტაცებენ, პარავენ სახლებს, საკუთრებას და ჩვენ ყველას ერთად გვპარავენ მიწას. ეს თითქოს ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის 7 აგვისტო განსაკუთრებულად მტკივნეული დღეა. ამ ადგილიდან ოკუპანტი ზუსტად 64 კილომეტრში დგას. 7 აგვისტოს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, სად დგას ჩვენი სახლიდან რუსი ოკუპანტი და ერთმანეთს გავუზიაროთ, რამდენად ახლოს არის ოკუპაცია", - ამბობს ელენე ხოშტარია მიმართვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები