
ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
20/06/2019 21:09:30 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე,პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 17 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცრემლსადენი გაზის გარდა, სხვა რა დაზიანებები აქვთ დაშავებულებს, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები ისროლეს.