კუბილიუსი - აგვისტოს ომზე: "იმპერიალისტური რუსეთის გზა განწირულია"

07-08-2020 14:19:58 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის ომის მე–12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში მცოცავ ანექსიას აგრძელებს, მაგრამ ეს გზა განწირულია.

"12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. რუსეთის მიერ არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალები პროვოკაციას აგრძელებენ. აფხაზეთისა და ცხინვალის მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. რუსეთის ერთადერთი ევროპული გზა არის საქართველოს მაგალითის მიღება, რომელიც წარმატებულია ევროპული რეფორმების განხორციელებით", - წერს კუბილიუსი.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები დღემდე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები