
ბრიტანელი პარლამენტარი: "რუსეთი საქართველოში სამხედრო და კიბერ-აგრესიას განაგრძობს"
07/08/2020 10:30:50 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ ჯონათან ჯანოღლი აგვისტოს ომის მე–12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო და კიბერ-აგრესიას განაგრძობს.
”რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - უკანონო ოკუპაციიდან 12 წელი გავიდა. უწყვეტი რუსული სამხედრო და კიბერ-აგრესია და საერთაშორისო დესტაბილიზაცია გრძელდება", - წერს ბრიტანელი პარლამენტარი სოციალურ ქსელში.