ფონ კრამონი: "აგვისტოს ომს წინ უძღოდა რუსეთის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული აგრესია"

07-08-2020 14:36:48 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:

"რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები".

ამასთან, კრამონი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ რუსეთმა იგივე აგრესიული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც“, -აღნიშნა კრამონმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები