დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

07-08-2020 16:31:47 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა.

„საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული აქტივობების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები