ბოკერია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში სააკაშვილის კანდიდატურაზე კომპრომისი არ შედგება
07/08/2020 14:03:53 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენება იქნება დემონსტრირება, რომ „არაგონივრულად იქცევიან და ეხმარებიან ივანიშვილის პროპაგანდას“.
ამასთან, როგორც ბოკერიამ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა, კოალიციური მთავრობის პირობებში სააკაშვილის კანდიდატურაზე ოპოზიციაში კომპრომისი არ შედგება.
„მაინც ეს მგონია, რომ ყველაფერი ჩაივლის, არჩევები ჩატარდება. საზოგადოების დაკვეთაა, რომ იყოს კოალიციური მთავრობა. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ იყოს შემკვრელი. შემდეგ ყველამ უნდა ისწავლოს კომპრომისის – ესაა საზოგადოების დაკვეთა“,– დასძინა ბოკერიამ.


