ოთხ მაჟორტარულ ოლქში ენმ–ის კანდიდატები ცნობილია
07/08/2020 14:11:05 პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებისთვის ოთხ მაჟორიტარულ რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში იყრის კენჭს, რუსთავში დავით კირკიტაძე, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში დეპუტატობისთვის ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში –გიორგი ბოტკოველი.
როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა 22-ვე რეგიონში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას.
ხსენებულ ოლქებში დეპუტატობისთვის მმართველი გუნდიდან იბრძოლებენ ზაზა ლომინაძე; ნინო ლაცაბიძე; დავით სონღულაშვილი.
ამავე ოლქებში ცნობილია „ევროპული საქართველოს კანდიდატები: ოთო კახიძე, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.


