Accentnews.ge
გიორგი გახარია: "ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია"

გიორგი გახარია: "ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია"

08/08/2020 07:45:43 პოლიტიკა

8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს.

„ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ, როცა 20 პროცენტის ოკუპირებაზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს, საქართველოში, ამ ომის შემდგომ გვყავს 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი. ახლა რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა, ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის, ვლადიმiრ პუტინის დავალებით.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომს ორი შემოქმედი ჰყავს: ვლადიმირ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S