Accentnews.ge
მდინარაძე:"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ომიდან 2 თვეში დაუჭირეს, დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ"

მდინარაძე:"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ომიდან 2 თვეში დაუჭირეს, დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ"

08/08/2020 08:27:27 პოლიტიკა

პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომის 12 წლისთავს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.

მისი თქმით, "რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო, მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს, მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს".

”12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც ჩვენი უდანაშაულო თანამემამულეები და გმირი ჯარისკაცები შეიწირა.

ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში იცხოვრებენ!

დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით ვაწარმოებთ, ამ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს! საქართველო არასდროს დანებდება, ოკუპაციას არ შეეგუება!

და ბოლოს, დღეს შეიძლება ამაზე საუბრის დრო არ იყოს, მაგრამ ოკუპაციის შიდა თანაავტორების ახალ "მესიჯბოქსს"პასუხი ჭირდება.

ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო.

არავითარი არგუმენტი საპასუხოდ, პირველ რიგში მხოლოდ ფაქტი - ისევ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია,

რომელსაც მათ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირეს:

რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო;

მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს;

მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს...

ამ რეზოლუციას მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ!..

რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!..“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S