Accentnews.ge
კანდელაკი: „მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა“

კანდელაკი: „მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა“

08/08/2020 09:50:28 პოლიტიკა

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა.

"დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, დაბლოკა საქართველოში ფულის დახარჯვის სურვილით აღვსილი ტურისტებით სავსე 16 ჩარტერი აგვისტოსა და სექტემბერში. ლიტვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ ავიაკომპანია Get Jet-ს. უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტების დაბლოკვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ კარანტინთან ერთად, არის არამეცნიერული, მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი", - წერს დეპუტატი Facebook-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 5 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა აღდგა. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და ესტონეთზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S