ზურაბიშვილი: "არ არის ისეთი კრიმინალური მდგომარეობა, როგორიც უნდათ, რომ აჩვენონ"
09/08/2020 19:50:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიმინალი მსოფლიოს სენია და საქართველოში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ასე გამოეხმაურა ის ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ... ის არის ძალიან მძიმე, როდესაც ქვეყანაში ტელევიზიებიდან გვესმის მხოლოდ ეს დილიდან საღამომდე", - თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 8 აგვისტოს ტყიბულში კაც საკუთარ მანქანაში აცხრილეს. მკვლელობა მოხდა ახალქალაქშიც. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ნათესავებმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვეს, რომელსაც მკვლელად მიიჩნევენ. გარდა ამისა, დამწვარია ორი ავტომანქანა და სხვა კერძო საკუთრება.


