Accentnews.ge
ვაშაძე ვარაუდობს, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ვაშაძე ვარაუდობს, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

10/08/2020 11:18:46 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარულ ოლქში "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

"სავარაუდოდ კი, ამაზე საერთო ფორმატში ვიმსჯელებთ. ზოგადად, პროდასავლურ ძალებს ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვთ", - აცხადებს ვაშაძე.

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის, - ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვაკეში ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელია.

ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ თავად საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყოს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მას ოპოზიციურ ლიდერებთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა მათ ოპოზიციალურ პოზიციას ელოდება.

ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყრის.

ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S