Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

ზურაბ ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

10/08/2020 13:58:11 პოლიტიკა

პარტია "გირჩის" ლიდერის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

"15 წუთის წინ მომივიდა სმს-ები ჯერ "თი ბი სი" ბანკიდან და შემდეგ "საქართველოს ბანკიდან", რომ ანგარიშებზე ყადაღა დამედო. საუბარია 2 140 ლარზე, რაც სავარაუდოდ, არის ერთ-ერთი 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც გამოწერილი მქონდა და აქამდე აღსრულებაზე იყო გაშვებული. ჯამში 10 000-ლარამდე ჯარიმა მაქვს დაკავებების გამო და აქამდე აღსრულება არ ხდებოდა. არ მჯერა, რომ ეს დამთხვევაა და მაინც და მაინც დღეს დილით, როდესაც დავწერე, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ვაპირებდი მაჟორიტარ კანდიდატად დადგომას შემთხვევით დაემთხვა. აქამდე არ გახსენებიათ და რაღა დღეს გაახსენდათ", - განუცხადა "ფორმულას" ჯაფარიძემ.

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის, - ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დღეს დაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S