ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

10-08-2020 21:49:15 საგარეო პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს და ახალი რეგულაციების თაობაზე აფრთხილებს.

„კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა. ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.

კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.

კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი.

პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება.

დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები