მედია – მინსკში საპროტესტო აქციას რეზინის ტყვიების გამოყენებით შლიან

10-08-2020 22:53:04 მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციას რეზინის ტყვიების გამოყენებით შლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო, „ნაშა ნივას“ ჟურნალისტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დემონსტრანტებს კალვარიის ქუჩა აქვთ გადაკეტილი. მიმდინარეობს აქციის მონაწილეების დაკავების პროცესი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შინაგანი ჯარის დანაყოფები.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო.

ცნობისთვის: გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციაზე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

იხილეთ ასევე: ლუკაშენკო: "საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. გაფრთხილებთ, რომ ბელარუსში "მაიდანს" არ დავუშვებ"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები