Accentnews.ge
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

11/08/2020 05:11:26 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მოქალაქისზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, – იუწყება BBC.

რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ.

”სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ამასთან, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატო–ს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება", - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერმა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S